ვონ მილერს კორონავირუსი დაუდგინეს
ვონ მილერს კორონავირუსი დაუდგინეს

კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით უკვე 2 მილიონ ადამიანზე მეტია დაინფიცირებული. პანდემიის ეპიცენტრად ამერიკის შეერთებული შტატები არის ქცეული. COVID 19 უკვე არაერთ სპორტსმენსაც შეეხო.

ამერიკული ფეხბურთის გუნდ „დენვერ ბრონკოს“ ვარსკვლავ ვონ მილერის აგენტი ჯობი ბრანიონი ადასტურებს ინფორმაციას, რომ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდგინეს. მილერი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება და მას ვირუსი იოლ ფორმებში აქვს.

ამერიკულ ფეხბურთში ეს უკვე სპორტსმენის დაინფიცირების მეორე შემთხვევაა. ინფექცია ასევე „ლოს ანჯელეს რემსის“ ცენტრ ბრაიან ალენსაც დაუდასტურდა.