ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია და მხარეები სავარაუდოდ უახლოვდებიან შეთანხმებას
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია და მხარეები სავარაუდოდ უახლოვდებიან შეთანხმებას

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებები მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს.

„ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა და ბევრი საკითხი განვიხილეთ“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ მხარეები სავარაუდოდ უახლოვდებიან შეთანხმებას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ესაუბრა ევროპელ ლიდერებსაც, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, პოლონეთის პრეზიდენტსა და ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელებს.

„ჩვენ ამ დიდებულ ლიდერებთან ვისაუბრეთ, შესანიშნავი საუბარი გვქონდა მათთან. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დაახლოებით 95 პროცენტი განიხილეს იმ საკითხებისა, რაც ომის დასასრულებლად აუცილებელია.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავის გუნდს – სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და  სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, ასევე ჯარედ კუშნერსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს მათი სამუშაოსთვის.

დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ  ზელენსკისთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს დეტალურად და მომდევნო კვირების განმავლობაში მათ კვლავ ექნებათ დიალოგი.