ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მანამდე აღნიშნულ კანონს ხელი უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმაც მოაწერა.

კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.

კანონის წინააღმდეგ უკრაინის ოთხ ქალაქში – კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა არსებითია უკრაინის ევროინტეგრაციისთვის.