ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კირ სტარმერმა ლონდონში შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების შეთანხმების შესახებ განაცხადეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კირ სტარმერმა ლონდონში შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების შეთანხმების შესახებ განაცხადეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბრისას კირ სტარმერმა განაცხადა უკრაინასთან თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების ინიციატივის შესახებ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

„ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ვაცხადებთ ახალი ერთობლივი ინდუსტრიული სამხედრო წარმოების შეთანხმების შესახებ, პირველი ამ ტიპის პროექტის შესახებ უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, რაც ახლა უკვე უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ წვლილის შესატანად, რომლის გაგრძელებაც შეგვიძლია“, – თქვა სტარმერმა.

ზელენსკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს ორივე ქვეყნის გასაძლიერებლად იმუშავებს.

სტარმერთან ერთად გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს რუსეთთან ომში მხარდაჭერისთვის.