ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე დონალდ ტრამპს, კარგი საუბარი იყო, განვიხილეთ საშუალებები და გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველვყოთ ხალხის უკეთესი დაცვა რუსული თავდასხმებისგან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე დონალდ ტრამპს, კარგი საუბარი იყო, განვიხილეთ საშუალებები და გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველვყოთ ხალხის უკეთესი დაცვა რუსული თავდასხმებისგან

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი წერს.

„მე ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო. გმადლობთ უკრაინის მხარდასაჭერად, მკვლელობების შესაჩერებლად და მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად ერთობლივი მუშაობის გაგრძელების სურვილისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დეტალები გამიზიარა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს და რომ ალიანსის ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე მუშაობენ. განვიხილეთ აუცილებელი საშუალებები და გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველვყოთ ხალხის უკეთესი დაცვა რუსული თავდასხმებისგან და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება პროდუქტიულად ვიმუშაოთ მშვიდობის მისაღწევად. შევთანხმდით, რომ უფრო ხშირად ვისაუბრებთ ტელეფონით და მომავალშიც შევათანხმებთ ჩვენს ნაბიჯებს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო! გმადლობთ, ამერიკა!“ – წერს ზელენსკი.