ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სიმეტრიული ნაბიჯებისთვის, წელს აღდგომის დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სიმეტრიული ნაბიჯებისთვის, წელს აღდგომის დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ

უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სიმეტრიული ნაბიჯებისთვის, შესაბამისად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სიმეტრიული ნაბიჯებისთვის. წელს აღდგომის დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და მშვიდობისკენ რეალური პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, აღდგომის შემდეგ თავდასხმებს აღარ დაუბრუნდეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განაცხადა. სააღდგომო ზავი 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე იმოქმედებს.