ვოლოდიმირ ზელენსკი - თავისუფლების დაცვისთვის ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი, ბევრად ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლაა
ვოლოდიმირ ზელენსკი - თავისუფლების დაცვისთვის ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი, ბევრად ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლაა

ევროპას სჭირდება იარაღის ერთობლივი წარმოება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გააფართოოს იარაღის ერთობლივი წარმოება, რადგან ეს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს თავი სიტუაციის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.

„ალიანსი კარგია, მაგრამ ალიანსის ნაწილების სიცოცხლისუნარიანობა არა მხოლოდ უკეთესია, არამედ ეს არის ის, რაც დაეხმარება ალიანსს, შეინარჩუნოს თანმიმდევრული, ეფექტური, გლობალური უსაფრთხოების ლიდერობა ნებისმიერ პირობებში და დაეხმარება თავდაცვისთვის ალიანსის შექმნაში. თავისუფლების დაცვისთვის ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი – ბევრად ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვითი საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩეხეთთან, აშშ-სა და გერმანიასთან შესაბამის შეთანხმებებზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება თქვენდამი არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, ერთად ვაწარმოოთ, ერთად გავძლიერდეთ. უკრაინა უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ეს გვინდა საკუთარი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის. ამიტომ შვედეთთან ერთობლივი წარმოება ჩვენთვის პრიორიტეტულია. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც მე და თქვენ შევძლებთ, ვნახოთ პირველი ერთობლივი საწარმოს გახსნა უკრაინაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.