ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა

რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, გაზარდოს უთანხმოება, წინააღმდეგობები და ამით დაეხმაროს რუსეთს ევროპაში თავისუფლების განადგურებაში. ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებსაც უხარიათ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო. ჩვენ ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს და ვამზადებთ შესაბამის ნაბიჯებს. რაც მთავარია, ჩვენ ვიცავთ მსოფლიოში მაქსიმალური ერთიანობის აუცილებლობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.