ვოლოდიმირ ზელენსკი – რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყირიმის ხიდის აფეთქება ჩვენ არ შეგვიკვეთავს

21:00, 20.10.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდის აფეთქებასთან ოფიციალური კიევის კავშირს უარყოფს. ზელენსკის თქმით, ხიდის აფეთქებაში უკრაინა არ მონაწილეობდა.

„ჩვენ ეს არ შეგვიკვეთავს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კანადელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა და აფეთქების ორგანიზებაში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა.

მსგავსი