ვოლოდიმირ ზელენსკი - მეორე შეხვედრაა უკრაინულ და ამერიკულ გუნდებს შორის საუდის არაბეთში, ჩვენი გუნდი მუშაობს კონსტრუქციულად, საუბარი საკმაოდ სასარგებლოა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მეორე შეხვედრაა უკრაინულ და ამერიკულ გუნდებს შორის საუდის არაბეთში, ჩვენი გუნდი მუშაობს კონსტრუქციულად, საუბარი საკმაოდ სასარგებლოა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში კვლავ გრძელდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უკვე მეორე შეხვედრაა უკრაინულ და ამერიკულ გუნდებს შორის საუდის არაბეთში. ამჯერად უფრო ტექნიკურ დონეზე – ჩვენი სამხედროები, ჩვენი დიპლომატები, ჩვენი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ახლახან ვესაუბრე რუსტემ უმეროვს – მან მომახსენა შეხვედრის შესახებ. ჩვენი გუნდი მუშაობს აბსოლუტურად კონსტრუქციულად, საუბარი საკმაოდ სასარგებლოა. დელეგაციების მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.

„რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ ახლა ჩვენს პარტნიორებთან, საჭიროა პუტინზე ზეწოლა, რათა რეალურად გასცეს ბრძანება იერიშების შეწყვეტის შესახებ. ვინც ეს ომი დაიწყო, მანვე უნდა დაასრულოს“, – თქვა ზელენსკიმ.