ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ოსტინთან ერთად თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვია, რა დროსაც სიტყვით გამოვიდა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კვლავ შეუძლია, დაეყრდნოს აშშ-ს და მოუწოდა კონგრესს, არ ითამაშონ პუტინის სასარგებლოდ.

„ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და შეგიძლიათ, გქონდეთ უკრაინის იმედი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია, თქვენ დაგეყრდნოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კონგრესზე საუბრისას ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ უღალატოს ჯარისკაცებს.