ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიის მხრიდან არ უნდა იყოს მცდელობა, შეინარჩუნოს ბალანსი უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის
ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიის მხრიდან არ უნდა იყოს მცდელობა, შეინარჩუნოს ბალანსი უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიის მხრიდან არ უნდა იყოს მცდელობა, შეინარჩუნოს ბალანსი უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის. ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ კანცლერ შოლცისგან გვჭირდება დარწმუნება, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას. მან და მისმა მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. არ უნდა იყოს არანაირი მცდელობა უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გერმანულ მაუწყებელთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიასთან შედარებით, სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას სამხედრო დახმარება უფრო სწრაფად აღმოუჩინეს.

„პირველი იყო აშშ, ასევე სლოვაკეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები. გერმანია და საფრანგეთი იყვნენ ბევრად მოგვიანებით და ეს არის სიმართლე. თავდაპირველად ისინი პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას დაგვპირდნენ. თუმცა მაშინ, ომის დასაწყისში, ჩვენ გვჭირდებოდა არა პოლიტიკა, არამედ დახმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დათმობებზე რომ წასულიყო, უკრაინა ნამდვილად დამარცხდებოდა.

„მე არ შეიძლება, მქონდეს რამე ეჭვები, მე უნდა ვიმოქმედო. დღეს დათმობებზე რომ წავსულიყავი, ნამდვილად წავაგებდით“, – აღნიშნა ზელენსკი.