ვოლოდიმირ ზელენსკი – განვაგრძე დიალოგი ბორის ჯონსონთან, ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის

21:17, 16.04.2022

განვაგრძე დიალოგი ბორის ჯონსონთან, ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„განვაგრძე დიალოგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. განვიხილეთ მისი ბოლო ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები, პირველ რიგში თავდაცვასა და მაკროფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მე მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე, კერძოდ მარიუპოლში არსებული ვითარების შესახებ. ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“.

მსგავსი