ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკომისიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ კანონპროექტზე, რომელიც გარანტირებულს ხდის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას, ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკომისიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ კანონპროექტზე, რომელიც გარანტირებულს ხდის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას, ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შესახებ კანონპროექტი მომდევნო კვირას უნდა იქნეს მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს უკრაინის ევროპული ინტეგრაცია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა.

„ვისაუბრეთ კანონპროექტზე, რომელიც გარანტირებულს ხდის უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს: მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაუყოვნებლივ, უკვე შემდეგ კვირას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.