ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, ეს მხოლოდ დასაწყისია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, ეს მხოლოდ დასაწყისია

ეს მხოლოდ დასაწყისია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტის დამტკიცებას. ამის შესახებ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომავალშიც გააგრძელებს.

„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. მეოთხე და დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელი. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, დემოკრატიის ნგრევაზე, ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიებზე – მიიღებს პასუხს მსოფლიოსგან და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა. აღნიშნული სანქციები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა.