ვოლოდიმირ ზელენსკი - ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია უნდა მუშაობდეს ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია უნდა მუშაობდეს ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მშვიდობა უკრაინისა და პარტნიორების საერთო მიზანია. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ძლიერი პოზიციები წინა ხაზზე და ძლიერი დიპლომატია უნდა მუშაობდეს ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. აშშ-ის ლიდერობითა და მთელ ევროპასთან თანამშრომლობით, ეს აბსოლუტურად მიღწევადია. მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანია“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპულ ძალისხმევას უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის მიზნით ბოლო კვირების განმავლობაში, რაც მოიცავს ახალ თავდაცვით პაკეტებს, გაძლიერებულ საჰაერო თავდაცვას და კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში.

უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ქვეყნის მადლიერება ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც მუშაობენ მშვიდობის მისაღწევად.

ზელენსკი საუდის არაბეთში იმყოფება. 11 მარტს ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები შეხვედრას გამართავენ, თუმცა, როგორც „სიენენი“ წერს, ზელენსკი შეხვედრას არ დაესწრება.