ვოლოდიმირ ზელენსკი - დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“, მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან
ვოლოდიმირ ზელენსკი - დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“, მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან

დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც კონსტრუქციული მიდგომა დომინირებს.

„უკრაინა ყოველთვის ისწრაფვოდა ევროპაში ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ და ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან. ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს. მილიონობით ევროპელი თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.