ვოლოდიმირ ზელენსკი - დაე, ჟურნალისტ ბრენტ რენოს მსხვერპლმა შთააგონოს მსოფლიო, რათა აღდგეს ბნელი ძალების წინააღმდეგ
ვოლოდიმირ ზელენსკი - დაე, ჟურნალისტ ბრენტ რენოს მსხვერპლმა შთააგონოს მსოფლიო, რათა აღდგეს ბნელი ძალების წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმრის წერილი გაუგზავნა უკრაინაში დაღუპული ამერიკელი ჟურნალისტის, ბრენტ რენოს ოჯახს.

„მე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბრენტ რენოს ოჯახს, რომელიც დაიღუპა რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხისთვის მიყენებული დაუნდობლობისა და ბოროტების დოკუმენტურად ასახვისას. დაე, ბრენტის სიცოცხლემ და მსხვერპლმა შთააგონოს მსოფლიო, რათა აღდგეს სინათლის ძალების მხარეს საბრძოლველად და ბნელის ძალების წინააღმდეგ“, – წერს ზელენსკი.

ამერიკელი ჟურნალისტი უკრაინის ქალაქ ირპენში 13 მარტს ​მოკლეს.