ვოლოდიმირ ზელენსკი - „აზოვსტალთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულია ყველა გავლენიანი შუამავალი, ვინც კი იყო შესაძლებელი
ვოლოდიმირ ზელენსკი - „აზოვსტალთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულია ყველა გავლენიანი შუამავალი, ვინც კი იყო შესაძლებელი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით ოკუპანტებთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებებში მიწვეულია ყველა, ვინც შესაძლებელი იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ მთელი ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“. ახლა ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევაკუაციის მისიის ეტაპზე – მძიმედ დაჭრილების, მედიკოსების გაყვანაზე, საუბარია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ყველაზე გავლენიანი შუამავალი, შესაბამის მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინაში უკვე გაიხსნა 37 უცხოური წარმომადგენლობა.