ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების დამტკიცების პერსპექტივები განიხილა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების დამტკიცების პერსპექტივები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცების პერსპექტივები განიხილა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტთან განიხილა „ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა 2023 წლის შემდეგ და უკრაინის მიერ რეფორმებში მიღწეული პროგრესი“.

მედიის ცნობით, წევრობის წინსვლისთვის წინასწარი ზეპირი შეფასება, რომელსაც ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს, მიუთითებს, რომ უკრაინამ სრულად შეასრულა სასამართლო რეფორმისა და მედიის კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.