ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მომავალ თვეში გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მომავალ თვეში გაიმართება. უკრაინულ სატელევიზიო პროგრამა TSN Week-თან ინტერვიუში, რომლის ციტატებსაც ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, მითითებული არ არის, კონკრეტულად ვინ დაესწრება შეხვედრებს.
მისივე თქმით, არმიის შეზღუდვისა და ნეიტრალიტეტის საკითხი უკრაინამ რუსეთის კარნახის გარეშე, თავად უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხებს, ის მხოლოდ ქვეყნის პირველი პირების დონეზე უნდა გადაწყდეს.
„ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებია. ისინი, არ შეიძლება, იყოს ნაკარნახევი რუსული მხარის მიერ. ჩვენი არმიის შეზღუდვები და უკრაინის ნეიტრალიტეტი განსახილველი თემა არ არის. ტერიტორიული საკითხი წითელი ხაზია, რომლის განხილვაც მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი. ყველამ უნდა გაიგოს. პირველ რიგში, ჩვენ არაფერს არაფერში ვცვლით. ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის. თუ ეს ტერიტორიული საკითხია, მაშინ ის ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ. სხვა საკითხები – ტექნიკური ჯგუფების დონეზე“, – აცხადებს ზელენსკი.