ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის მუშაობა საკმაოდ კარგად მიდის
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის მუშაობა საკმაოდ კარგად მიდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის მუშაობა საკმაოდ კარგად მიდის და მოლაპარაკებები სამშაბათს გაგრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ამ საკითხზე (ომის დასრულებაზე) მუშაობდა ჩვენი დელეგაციაც რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე. საკმაოდ კარგად, როგორც მაცნობეს. თუმცა, ვნახოთ, ხვალ გაგრძელდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დამპყრობლების ქმედებები მსოფლიოს ახალი სასანქციო გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.