ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვირას კიევს ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი ეწვევიან

23:26, 23.04.2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კვირას კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვევიან.

„არ მგონია, ეს საიდუმლო იყოს, რომ ხვალ ჩვენთან მოდის ხალხი აშშ-იდან, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან“, – განაცხადა ზელენსკიმ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე ელოდება, რომ უსაფრთხოების გარემო როდესაც მისცემს საშუალებას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავა უკრაინაში სასაუბროდ.

მსგავსი