ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს სამიტების წინ საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის პოზიციების კოორდინირებას ახორციელებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს სამიტების წინ საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის პოზიციების კოორდინირებას ახორციელებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირისა და ნატო-ს სამიტების წინ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის პოზიციების კოორდინირებას ახორციელებს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღეს ვესაუბრე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რუტეს და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს. ევროპაში მნიშვნელოვანი სამიტების წინ ვახორციელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას. 24 მარტს შედგება დიდი შვიდეულის, ნატო-სა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრები. ჩვენი პოზიცია ნამდვილად გაჟღერდება. მერწმუნეთ, მტკიცედ გაჟღერდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.