ვოლკოვმა „ნეფთჩისთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა - „ზირა“ ჩემპიონატში ლიდერი გახდა
ვოლკოვმა „ნეფთჩისთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა - „ზირა“ ჩემპიონატში ლიდერი გახდა

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, რომლითაც „ზირას“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა და ლიდერი გახადა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-5 ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „ზირამ“ საშინაო არენაზე ქვეყნის ყველაზე ტრადიციული გუნდი – ბაქოს „ნეფთჩი“ მიიღო და გამარჯვებას მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ 90+5-ე წუთზე მიაღწია. მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, რომელიც ვოლკოვმა დააგვირგვინა.

ზირას“ კონკურენტმა და ლიდერმა „სუმგაითმა“ კი საშინაო შეხვედრაში ვოლკოვის ყოფილი კლუბი, „გაბალა“ ვერ დაამარცხა – 1:1. „გაბალაში“ დავით გიგაურმა 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

დავით ვოლკოვმა 5 ტურში 3 გოლი გაიტანა და აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ვოლკოვმა გუნდისთვის გადამწყვეტი გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.