დავით ვოლკოვმა და მერაბ გიგაურმა „გაბალაში“ გამორჩეული თამაში ჩაატარეს. აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-11 ტურში ქართველების გუნდმა ერთ-ერთ ლიდერს, „სიბაილს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ვოლკოვმა თავი დუბლით გამოიჩინა. მან 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 45+2-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. ის 58-ე წუთზე შეცვალეს.
გოლი არ გაუტანია, მაგრამ მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა „გაბალას“ მეორე ქართველმა ლეგიონერმა მერაბ გიგაურმა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველ გოლში მან დიდი როლი ითამაშა – მეტოქეს ბურთო წაართვა და კარში ძლიერად დაარტყა, ვოლკოვმა კი დამატებაზე გაიტანა. 50-ე წუთზე კი გიგაურმა რომან ჰუსეინოვი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან ამ შანსით ვერ ისარგებლა. მერე კი ორჯერ ძლიერი დარტყმით გატანა სცადა და სტუმრები მეკარემ გადაარჩინა.
ვოლკოვმა ბოლო 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და „გაბალას“ საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, „გაბალა“ ჯერ ბოლო ადგილზეა.