ვოლკოვმა ისევ გაიტანა და ბომბარდირებში დაწინაურდა
ვოლკოვმა ისევ გაიტანა და ბომბარდირებში დაწინაურდა

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში ისევ გაიტანა. პრემიერლიგის მე-13 ტურში „გაბალამ“ „ზირას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ როგორც 24 წლის ქართველი თავადმსხმელი, ასევე მერაბ გიგაური. ვოლკოვმა 70-ე წუთზე გზიდან სამი მცველი ჩამოიშორა, მეტოქის კარი მესამედ აიღო და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 „გაბალას“ სასარგებლოდ.

ამ მოგებით გუნდმა ბოლო ადგილს თავი დაააღწია და მეოთხეადგილოსან „ზირასთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „გაბალას“ ქართველებს ერთად ორი კლუბი იწვევს და „კეშლასთან“ ერთა ლაპარაკი „ზირაზეც“ არის.

დავით ვოლკოვი ბოლო ტურებს შედეგიანად ატარებს – მან ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და აზერბაიჯანული ლიგის საუკეთესო ბომბარდირებშია.