ვოლკოვმა ჰეთთრიკი შეასრულა - „ზირას“ ქართველებმა მოაგებინეს [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-15 ტური ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა. დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ“ გიორგი ხარაიშვილის „სუმგაითს“ უმასპინძლა და ქართველების გოლებით 4:1 დაამარცხა.

ორივე ქართველი „ზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო (პაპუნაშვილმა 79 წუთი ითამაშა, ვოლკოვმა – შეუცვლელად), ხოლო ხარაიშვილი სტუმრების განაცხადში არ იყო. თამაშის გმირი დავით ვოლკოვი გახდა, რომელმაც მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, „სუმგაითმა“ წონასწორობა აღადგინა და შესვენებამდე 1:1 დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში ვოლკოვის გადაცემით „ზირა“ პაპუნაშვილმა ისევ დააწინაურა, ხოლო 66-ე და 76-ე წუთებზე ვოლკოვმა კიდევ ორჯერ გაიტანა, მიმდინარე სეზონში მეორე ჰეთთრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ზირა“ 15 ტურის შემდგე 23 ქულით მე-4 ადგილზეა, ვოლკოვი 7 გოლი მიითვალა, ხოლო პაპანუშვილმა – თავი მესამედ გამოიჩინა.