ვოლკოვმა ჩრდილომაკედონიურ გუნდს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ვოლკოვმა ჩრდილომაკედონიურ გუნდს გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

24 იანვარი ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა – ლუკა ლოჩოშვილსა და დათა ხოჭოლავასთან ერთად, საკონტროლო შეხვედრაში თავსი გამოჩენა დათო ვოლკოვმაც მოახერხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი აზერბაიჯანული „ზირას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. ვოლკოვის კლუბი თურქეთში, ანტალიის საწვრთნელ შეკრებაზე დასკვნით მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიურ კლუბს დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა.

აზერბაიჯანული კლუბის მეტოქემ, „ბრეგალნიცამ“ წინა შეხვედრაში რუსეთის გუნდი, კრასნოდარის „კუბანი“ 1:0 დაამარცხა. ბელეკში გამართულ დაპირისპირებაში ბალკანური გუნდი მე-5 წუთზე ვლადიმირ დუიოვსკის გოლით 0:1 დაწინაურდა. თუმცა მე-11 წუთზე დავით ვოლკოვმაბრეგალნიცას“ თავური დარტყმით გაუტანა და საბოლოოდ, შედეგი უცვლელი დარჩა 1:1.

ზირამ“ შეკრებაზე სულ სამი მატჩი გამართა. მანამდე გუნდმა ანტალიაში უნგრულ „პეჩთან“ (3:5) და პოლონურ „გორნიკთან“ (2:2) ითამაშა.