ვოლკოვმა აზერბაიჯანში გაიტანა - ქართველის გუნდი მეორე ადგილს ინარჩუნებს [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „საბაჰს“ თავისი ყოფილი კლუბის, ლიდერთა ოთხეულში მყოფი „ზირას“ დამარცხებაში დაეხმარა 2:0.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აზერბაიჯანის პრემიერლიგის 27-ე ტურში „საბაჰის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 77 წუთი ითამაშა და მოედანზე გარდატეხის შეტანა მოახერხა. ვოლკოვმა ძელიდან ასხლეტილ ბურთზე დაამატა და 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

„საბაჰმა“ 10 წუთში „ზირას“ მეორეც გაუტანა, გასვლაზე 2:0 მოიგო და 27 ტურის შემდეგ 62 ქულით მეორე ადგილზეა და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ყარაბაღს“, რომელმაც ასევე გასვლაზე „სუმგაითთან“ მოიგო 6:0. აგდამელების კარში ლუკა გუგეშაშვილი იდგა და საიმედოდ ითამაშა.

დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზე დაწინაურდა.