ვოლკოვმა აზერბაიჯანში გაიტანა - ქართველების გუნდებმა მოიგეს #1TVSPORT
ვოლკოვმა აზერბაიჯანში გაიტანა - ქართველების გუნდებმა მოიგეს #1TVSPORT

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგაში მე-7 ტურის მატჩები დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს ორი თამაში გაიმართა, ორივე ქართველების გუნდებმა ჩაატარეს და ორივემ გაიმარჯვა.

საბაჰმა“ „ტურან-თოვუზს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არტურ ოლეინმა გამარჯვების წინაპირობად სასტარტო შემადგენლობაში შეტანილი ცვლილებები დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი დავით ვოლკოვის ძირითად შემადგენლობაში დაყენება იყო.

დავით ვოლკოვმა მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-2 გოლი გაიტანა. საბოლოოდ, „საბაჰმა“ 3:1 მოიგო და მეორე ადგილზე დაწინაურდა. „ტურან-თოვუზში“ იმედა აშორტია 85-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ფირუზ მარაქველიძე განაცხადში არ ყოფილა.

საბაჰს“ ამ დროისთვის მხოლოდ ბაქოს „ნეფტჩი“ ასწრებს, რომელმაც გასვლაზე „საბაილი“ 2:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში საბა კვირკველიასა და ვატო არველაძეს არ უთამაშიათ. არველაძე ტრავმირებულია და მისი უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია, კვირკველიას არყოფნის მიზეზი კი უცნობია.