ვოლკოვმა აზერბაიჯანში გაიტანა, ლობჟანიძემ დანიაში მოაგებინა

21:11, 14.04.2019

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში პირველი გოლი გაიტანა. ამ ქვეყნის პრემიერლიგის 24–ე ტურში მისი გუნდი, „გაბალა“ გათამაშების აუტსაიდერ „კეშლას“ ესტუმრა და დაამარცხა.

ვოლკოვი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 65-ე წუთზე კი თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. ეს მისთვის აზერბაიჯანში გატანილი პირველი გოლი იყო. საბოლოოდ, „გაბალამ“ 2:1 მოიგო, 33 ქულით მე-4 ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

დანიის ჩემპიონატში კი თავი საბა ლობჟანიძემ გამოიჩინა. პლეიოფის ჯგუფურ ეტაპზე მისმა „რანდერსმა“ „ჰობროს“ უმასპინძლა, აგებდა და ანგარიში 49-ე წუთზე გაათანაბრა.

„რანდერსი“ მხოლოდ ქულას მოიპოვებდა, 90+4-ე წუთზე ლობჟანიძეს რომ არ გამოეჩინა თავი: ქართველი თავდამსხმელი ფლანგზე მცველებს გაცდა და ანდრე რომერს საგოლე გადაცემა გაუკეთა – 1:2.

29 შეხვედრაში 24 წლის ქართველმა ექვსი გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 29-ე ტურის შემდეგ 41 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

მსგავსი