ვოლკოვისა და პაპუნაშვილის გოლებით „ზირამ“ კონკურენტი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის ჩემპიონატში „ზირამ“ გასვლაზე სამეულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „სუმგაიტი“ 3:2 დაამარცხა.

პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში „ზირას“ ძირითად შემადგენლობაში დავით ვოლკოვი იყო, რომელმაც 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა და 71-ე წუთზე შეცვალეს.

პაპუნაშვილი მოდანზე 64-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და სტუმართა მოგებაში მთავარი როლი ითამაშა. 89-ე წუთზე მან „სუმგაიტს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა და „ზირა“ მესამე ადგილზე გადაიყვანა.

ეს მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილის მესამე გოლი იყო, ხოლო ვოლკოვმა თავი მეოთხედ გამოიჩინა.