ვოლკოვის გოლი, საგოლე და ბენეფისი აზერბაიჯანში - „ზირა“ მეორეზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
ვოლკოვის გოლი, საგოლე და ბენეფისი აზერბაიჯანში - „ზირა“ მეორეზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და „ზირას“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრებში წარმატებული დებიუტის შემდეგ, 26 წლის ქართველი თავდამსხმელი „ზირაში“ დაბრუნდა და ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრა „საბაილის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

ზირამ“ მეტოქე 3:1 დაამარცხა, დავით ვოლკოვმა პირველი საგოლე შეტევა განავითარა, 47-ე წუთზე კი თავური დარტყმით მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო მესამე გოლზე მცველს ფლანგზე გაცდა და თანაგუნდელს კარის წინ ბურთი ფეხზე დაასვა. ქართველ თავდამსხმელს ჰეთ-ტრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ სამი კარგი მომენტით ვერ ისარგებლა.

 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. „ჯვაროსნების“ ფორვარდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერია. მეორე ადგილზე „ყარაბაღის“ და აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატი თავდამსხმელი ფილიპ ოზობიჩია, რომელიც ვოლკოვს 3 გოლით ჩამორჩება.

ამ მოგებით „ზირამ“ 19 ქულა დააგროვა, „ნეფთჩის“ გადაასწრო და მეორეზე დაწინაურდა, ლიდერ „ყარაბაღს“ კი 7 ქულით ჩამორჩება.