ვოლკოვი საბურთალოს მე-300 გოლის ავტორია
ვოლკოვი საბურთალოს მე-300 გოლის ავტორია

დავით ვოლკოვი „საბურთალო“ მე-300 გოლის ავტორი გახდა. დღეს, დედაქალაქურმა კლუბმა „რუსთავს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ პირველი გოლის გამტანი, საიუბილეო, მე-300-ე გატანილი ბურთის ავტორი გახდებოდა. საუბარია მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე პირველი ლიგაში ასპარეზობიდან დღემდე. „რუსთავთან“ შეხვედრაში ანგარიში მეექვსე წუთზე დავით ვოლკოვმა გახსნა და საიუბილეო გოლის ავტორი გახდა.

თბილისურმა კლუბმა სადებიუტო შეხვედრა პირველ ლიგაში 2013 წლის 31 აგვისტოს ხობის „კოლხეთთან“ გამართა და 4:1 დაამარცხა. საბურთალოელთა შემადგენლობაში მაშინ გოლები ზურაბ მენთეშაშვილმა და რევაზ გოცირიძემ გაიტანეს, რომლებიც ახლა „საბურთალო 2“-ის მწვრთნელები არიან. მეტოქის კარი ასევე რევაზ ბარამიძემ და ლორენცო ლარკმა აიღეს. სულ „საბურთალოს“ ოფიციალური მატჩების ჩატარების რაოდენობა უკვე 182-ს ითვლის.