ვოლკოვი გიგაურის წინააღმდეგ - გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ „ნეფთჩი“ დაამარცხა #1TVSPORT
ვოლკოვი გიგაურის წინააღმდეგ - გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ „ნეფთჩი“ დაამარცხა #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა სეზონი განაახლეს. მე-15 ტურის პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იმით იყო, რომ სამმა ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, აგდამის „ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში ახალწვეული ლუკა გუგეშაშვილი გამოჩნდა – მისი გუნდი ბაქოში „ნეფთჩის“ ესტმურა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარემ გოლი გაუშვა, მაგრამ ეს მცველების შეცდომის შედეგი იყო. ორჯერ კი გუნდი აშკარა ხიფათს აარიდა.

მერაბ გიგაურის „კეშლამ“ საკუთარ მოედანზე დავით ვოლკოვისზირას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. სტუმართა შორის ვოლკოვი აქტიურობით გამოირჩეოდა. მე-16 წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არბიტრმა „ზირას“ შეტევა გააგრძელა. 28-ე წუთზე ვოლკოვმა გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დაუფიქსირა. საბოლოოდ, „ზირამ“ 1:0 მოიგო.

15 ტურის შემდეგ 36 ქულით „ყარაბაღი“ ლიდერობს, „ზირა“ (25) მესამე პოზიციაზეა, ხოლო „კეშლა“ (14) მე-6 ადგილს იკავებს. ბომბარდირთა დავას კი 10 გოლით ვოლკოვი ლიდერობს.