ვოლკოვი ბომბარდირებში მეორეა - მისი გუნდი კონფერენს ლიგაზე გავიდა #1TVSPORT
ვოლკოვი ბომბარდირებში მეორეა - მისი გუნდი კონფერენს ლიგაზე გავიდა #1TVSPORT

აზერბაიჯანის ჩემპიონატი დასრულდა და ქართველ ფეხბურთელ დავით ვოლკოვის გუნდი ევროსაგზურის მფლობელია, ხოლო თავად ბომბარდირი ვერ გახდა.

ვოლკოვისზირა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურში „შამახს“ საშინაო არენაზე დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა. თუმცა ქულაც მისი გუნდისთვის მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა და ახალ ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

დავით ვოლკოვი სათადარიგოებში იყო და 57-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა – ცხადია, უგოლო შეხვედრაში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ამ დროს, მისმა კონკურენტმა – „ყარაბაღის“ შემტევმა კადიმ (რომელსაც ბრაზილიელისთვის უცნაური სახელი და გვარი აქვს – კადი იური ბორხეს მალინოვსკი) ბაქოს „ნეფტიჩისთან“ მოგებულ (4:1) მატჩში გაიტანა და 12 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

შედეგად, ქართველი თავდამსხმელი 11 გოლით სამ მოთამაშესთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებზე გავიდა. თუმცა ითამაშებს თუ არა ახალი სეზონიდან „ზირაში“, ჯერაც საკითხავია, რადგან მას პოლონეთში იწვევენ.