ვოლკოვი აზერბაიჯანში ტურის საუკეთესო მოთამაშეა
ვოლკოვი აზერბაიჯანში ტურის საუკეთესო მოთამაშეა
დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-10 ტურის საუკეთესო ფეხბურთელია – ინფორმაციას აზერბაიჯანის პრემიერლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„InStat Sport-ის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა. საუკეთესო ფეხბურთელი „გაბალას“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი გახდა, რომელმაც InStat Sport-ის სტატისტიკით 299 ქულა მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა „საბაჰის“ (1:2) წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა“ – წერს აზერბაიჯანის პრემიერლიგის ოფიციალური გვერდი.
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. „გაბალას“ ქართველმა ლეგიონერმა „საბაჰთან“ საშინაო შეხვედრაში 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, „გაბალამ“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა.