ვოლკანოვსკის კორონავირუსი დაუდასტურდა - ორტეგასთან ბრძოლა მიმდინარე კვირას აღარ შედგება #1TVSPORT
ვოლკანოვსკის კორონავირუსი დაუდასტურდა - ორტეგასთან ბრძოლა მიმდინარე კვირას აღარ შედგება #1TVSPORT

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (featherweight) ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი აქვს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირას UFC 260-ის ფარგლებში ჩასატარებელი სატიტულო ბრძოლა ვოლკანოვსკისა და ბრაიან ორტეგას შორის აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ UFC 260 მიმდინარე კვირას (28 მარტი) შედგება. ღონისძიებაზე თავდაპირველად ორი სატიტულო ბრძოლა იყო ჩანიშნული, თუმცა ვოლკანოვსკის დადებითი კოვიდ-ტესტის გამო, ქარდზე მხოლოდ ერთი საჩემპიონო დაპირისპირება შედგება. სტიპე მიოჩიჩი ფრენსის ნგანუს კარიერაში მეორედ შეხვდება.

ალექს ვოლკანოვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ COVID 19-ის ტესტები ლას ვეგასის „ბაბლში“ მოხვედრამდე რამდენიმეჯერ გაიარა. მესამე ტესტის პასუხი დადებითი გამოდგა.

UFC-ში აცხადებენ, რომ ვოლკანოვსკისა და ორტეგას სატიტულო ბრძოლის თარიღი შეიცვლება და უახლოეს მომავალში დაანონსდება.

დატოვე კომენტარი