„ვოლფსბერგერის“ სენსაციური ფრე მალტელებთან - ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
„ვოლფსბერგერის“ სენსაციური ფრე მალტელებთან - ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა კონფერენს ლიგაზე ითამაშა „ვოლფსბერგერში“, რომელიც მოულოდნელად საკუთარ მოედანზე მალტის გუნდს დაუზავდა.

ვეტერზე-შტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, დაცვაში საიმედოდ იდგა, მაგრამ მთლიანობაში იმედგაცრუებული დარჩა.

ავსტრიის ერთ-ერთი გამორეჩეული გუნდი არც ისე დიდი სახელის და რეიტინგის მქონე მალტის კლუბს, „გზირას“ დაუპირისპირდა და ფავორიტი იყო, მაგრამ მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა, რაც სენსაციური შედეგია.

ვოლფსბერგერისა“ და „გზირას“ განმეორებითი შეხვედრა მალტაში 9 აგვისტოს „ტა-ქაალის“ ნაციონალურ სტადიონზე გაიმართება.