„ვოლფსბერგერის“ მწვრთნელმა ალთუნაშვილზე ისაუბრა - გვიხარია, რომ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი ვიპოვეთ #1TVSPORT
„ვოლფსბერგერის“ მწვრთნელმა ალთუნაშვილზე ისაუბრა - გვიხარია, რომ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი ვიპოვეთ #1TVSPORT

„ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა, მანფრედ შმიდტმა კომენტარი გააკეთა სანდრო ალთუნაშვილის ტრანსფერზე. მან საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველის დამატებას გუნდისთვის მნიშვნელოვანი სიახლე უწოდა.

„სანდრო ალთუნაშვილთან დიდი ხანია ვსაუბრობთ. გვიხარია, რომ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი ვიპოვეთ. თავისი მენტალიტეტითა და  თამაშის სტილით ის ჩვენს გუნდში მნიშვნელოვან საქმეს შეასრულებს“, – განაცხადა „ვოლფსბერგერის“ მწვრთნელმა, მანფრედ შმიდტმა.

26 წლის სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასევე, შესაძლებელია, ხელშეკრულება ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიულ გუნდში ქართველებს აქამდეც უთამაშიათ. „ვოლფსბერგერში“ ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ასპარეზობდნენ.