„ვოლფბურგის“ მეკარე კამილ გრაბარა კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს #1TVSPORT

21:07, 24.08.2026

27 წლის პოლონელი მეკარე კამილ გრაბარა „ვოლფსბურგიდან“ იჯარის წესით ტურინის „იუვენტუსს“ შეუერთდება, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს თქმით, კლუბებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ერთი სეზონის შემდეგ „იუვენტუსს“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

მიმდინარე ზაფხულს „იუვენტუსი“ ორმა მეკარემ დატოვა – დი გრეგორიო „ბორნმუთში“ გადავიდა, ხოლო მატია პერინი – „პალერმოში“. სანაცვლოდ, კლუბმა „ტოტენჰემიდან“ გუილელმო ვიკარიო დაიმატა, ახლა კი შემადგენლობა გრაბარას ტრანსფერით შეავსო.

პოლონელ მეკარეს გერმანული გუნდის რიგებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი