„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ირანს არ აინტერესებს, თუ ისრაელზე თავდასხმა ომს გამოიწვევს
ირანს არ აინტერესებს, თუ ისრაელზე თავდასხმა ომს გამოიწვევს, – ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ირანმა არაბ და ამერიკელ დიპლომატებს განუცხადა, რომ ისინი უარს აცხადებენ, შეარბილონ ისრაელზე პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობას ისრაელს აბრალებს, თავად ისრაელმა უარყო ნებისმიერი ჩართულობა ჰანიეს მკვლელობაში.