„ვოლ სთრით ჯორნალი“ – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კანადის მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს

00:21, 05.09.2026

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კანადის მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს. როგორც გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალი“ ელექტრონულ წერილებზე დაყრდნობით იუწყება, ვაშინგტონსა და ოტავას შორის სავაჭრო ომის ფონზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიურ განყოფილებას მიმდინარე კვირის დასაწყისში დაევალა, შეაჩეროს ყველა სახის მუშაობა კანადის მთავრობასთან.

გავრცელებული ცნობით, ანტიმონოპოლიური სამმართველოს საერთაშორისო განყოფილების უფროსმა, ლინდა მარშალმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განკარგულება მისცა ოფიციალურ პირებს, შეწყვიტონ ყველანაირი თანამშრომლობა პოლიტიკის საკითხებზე კანადის წარმომადგენლებთან, ხოლო განყოფილების უფროსებს კიდევ ერთ ელექტრონულ წერილში სთხოვეს, დღის ბოლომდე წარმოედგინათ კანადასთან თანამშრომლობის სფეროების დეტალური სიები.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი, იუსტიციის დეპარტამენტი და კანადის ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი