„უოლ სთრით ჯორნალი“ – აშშ გეგმავს სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას ჩინეთის იზოლაციისთვის

09:23, 16.04.2025

აშშ გეგმავს სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას ჩინეთის იზოლაციისთვის, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ (The Wall Street Journal) იუწყება.

გამოცემა ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს მიმდინარე სატარიფო მოლაპარაკებების გამოყენებას, რათა ზეწოლა მოახდინოს აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე ჩინეთთან მათი ურთიერთობების შეზღუდვის მიზნით.

ანგარიშის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები აპირებენ 70-ზე მეტ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გამოყენებას, რათა მოსთხოვონ მათ, აღკვეთონ ჩინური კომპანიების განთავსება თავიანთ ტერიტორიებზე აშშ-ის ტარიფების თავიდან ასაცილებლად.

მსგავსი