ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ ახალი ხელშეკრულება გააფორმა თავის ამჟამინდელ კლუბთან. ამის შესახებ კატალონურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.

პოლონელმა „ბარსელონასთან“ გააფორმა კონტრაქტი, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ვოიცეხ შჩესნი „ბარსელონას“ 2024 წლის ოქტომბერში შეუერთდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 შემთხვევაში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.

გასულ სეზონში „ბარსელონამ“ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.