voetbalprimeur - შემდეგი სეზონი ჩაკვეტაძისთვის განმეორებითი გამოცდა იქნება
voetbalprimeur - შემდეგი სეზონი ჩაკვეტაძისთვის განმეორებითი გამოცდა იქნება

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ სეზონი დასრულებულად გამოაცხადა და გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ მეორე ადგილზე გავიდა.

გამოცემა voetbalprimeur-მა სეზონი შეაჯამა და ვიცეჩემპიონგენტს“ წერილი მიუძღვნა. წლის აღმოჩენად კანადელი ჯონათან დავიდი დასახელდა, რომლის გაყიდვასაც კლუბი მინიმუმ 25 მილიონ ევროდ ასახელებს.

გამოცემა ცალკე საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის პერსპექტივასაც შეეხო.

„გიორგი ჩაკვეტაძეს დღესაც დიდ ტალანტს ეძახიან. ის თავდასხმასა და ნახევარდაცვას შორის თამაშობს, მაგრამ ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, „ჩაკს” მოედანზე დასაბრუნებლად დიდი დრო დასჭირდა. მისი ნიჭის მიუხედავად, შემდეგი სეზონი ქართველისთვის ერთგვარი განმეორებითი გამოცდა იქნება. საინტერესოა, ის „გენტში“ დავიდის შემცვლელი თუ იქნება“, – წერს გამოცემა voetbalprimeur.

ბელგიის დასრულებულად გამოცხადებულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოასწრო, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.