„ვოეტბალკრანტი“ (voetbalkrant.com) – „გენტი“ ბერიძეს იჯარით აღარ გაუშვებს

20:27, 06.07.2019

გიორგი ბერიძემ „გენტში“ მორიგი გოლი გაიტანა და დიდი ალბათობით, მას კლუბი დატოვებენ.

ბელგიური კლუბი სეზონისთვის ემზადება და მორიგი ამხანაგურ შეხვედრაში სალონიკის „არისი“ 2:0 დაამარცხა. ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ისევე როგორც გიორგი ქვილითაია და 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, ბელგიელებმა 3:0 მოიგეს.

გიორგი ბერიძემ ბოლო ოთხ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და როგორც „ვოეტბალკრანტი“ (voetbalkrant.com) ამტკიცებს, ბელგიური კლუბი ქართველს იჯარით აღარ გაუშვებს.

მსგავსი