ვლაჰოვიჩი ახლოსაა „მილანში“ გადასვლასთან #1TVSPORT
ვლაჰოვიჩი ახლოსაა „მილანში“ გადასვლასთან #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი ცდილობს „მილანში“ გადასვლას. ამის შესახებ დაწერა ბრიტანულმა გაზეთმა The Sun-მა. სერბი ფეხბურთელით ასევე რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდება, რომელთა შორის დაწინაურებულია „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ ფეხბურთელს იტალიაში დარჩენა სურს.

გარიგების პოტენციურმა თანხამ, შეიძლება, 20 მილიონი ევრო შეადგინოს.

გასულ სეზონში ვლაჰოვიჩმა ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.