ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მხარდაჭერის, ძალების შემდგომი დაშორიშორებისა და განაღმვითი სამუშაოების საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, ზელენსკიმ და პუტინმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების და გაცვლისთვის ძალისხმევა გაფართოვდეს. უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის საქმიანობის გააქტიურება. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სატელეფონო საუბარი უკრაინის ინიციატივით გაიმართა.